Tuesday, March 28, 2017

lalixotenashvili-inteledu

ინტელის გამოყენება სასწავლო პროექტში

Wednesday, March 15, 2017

სურათები ბლოგზე


ტრენინგის შეჯამება

დამთავრდა ტრენინგი.შემიძლია ვთქვა,რომ ბევრი რამ ვისწავლე.განსაკუთრებით დამამახსოვრდა პრეზენტაციის შექმნა სლაიდების,სქემებისა და დიაგრამების გამოყენებით,ვისწავლე "გუგლდისკზე" მუშაობა და....უკვე ბლოგერი ვარ ,შემიძლია ინსტრუმენტად ბლოგის გამიყენება.
ძალიან მინდა ჩემი ბლოგის გამდიდრება ვიზუალური მასალით,თუმცა კოპირებით ვერაფერი მოვახერხე.
ტრენინგის გავლის შემდეგ დავეუფლე იმ უნარ-ჩვევებს,რომლებიც ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვაში დამეხმარება.ვფიქრობ,ტრენინგზე მიღებული ცოდნით ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო გახდება და მოსწავლეთა მოტივაციაც უფრო ამაღლდება.

Thursday, March 9, 2017

მეორე მოდულის შეჯამება

მეორე მოდულში ვისწავლე:
პრეზენტაციისთვის მასალების მოძიება,სლაიდების შექმნა;
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა;
ექსელის გამოყენების მექანიზმები,მონაცემების შეტანა,დიაგრამების აგება;
გუგლდრაივში მუშაობა და საკუთარი ბლოგის შექმნა.

Wednesday, March 8, 2017

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:"ლიბერალიზმი და საზოგადოება"

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები   გაეცნობიან ლიბერალიზმს,როგორც მოძღვრებას,განიხილავენ ვაჟა-ფშაველას ''ალუდა ქეთელაურს",სტუმარ-მასპინძელს'' და ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივს'' ლიბერალური იდეების თვალსაზრისით.იმსჯელებენ საზოგადოების მიერ განსხვავებული ნაწილის გარიყვის ტენდენციაზე და მისი დაძლევის გზებზე.მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტ და ბეჭვდითი წყაროების დახმარებით.დააჯგუფებენ,დაახარისხებენ მოპოვებულ მასალას,წარმოადგენენ პრეზენტაციებს,შექმნიან ესეებს,თავიანთ ნამუშევრებს განათავსებენ ბლოგზე საზოგადოების ლიბერალიზაციის მიზნით.

პროექტის აქტუალობა:ლიბერალური დამოკიდებულებების სიმცირე ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი სამწუხარო მახასიათებელია,დღემდე პრობლემად რჩება ქართული კონსერვატორული საზოგადოებისათვის,მიიღოს განსხვავებული ან ახალი,რის გამოც ცალკეული ადამიანი იღებს ტრავმას,ხდება რა ცუდი მოპყრობის,დაცინვის,ძალადობის მსხვერპლი.სწორედ ამიტომაა აქტუალური,დავანახოთ მომავალ თაობას ეს მოვლენა პრობლემად.დავეხმაროთ,აღზარდოს საკუთარ თავში ლიბერალი.

პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას ''ალუდა ქეთელაურს", გაიხსენებენ სტუმარ-მასპინძელსა'' და ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივს'', გაეცნობიან ლიბერალური მოძღვრების პოსტულატებს,თერგდალეულთა შეხედულებებს ლიბერალიზმის შესახებ ინტერნეტ და ბეჭვდითი წყაროების დახმარებით;შეადარებენ ამ საკითხის მიმართ ქრთველი კლასიკოსების მიდგომასა და თანამედროვე საქართველოს დამოკიდებულებას;შეაჯერებენ ინფორმაციას და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ;გაიაზრებენ,რა განსხვავებული პრობლემა დგას თითოეულ შემთხვევაში და შეაფასებენ ეპოქისათვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში;იმსჯელებენ თანამედროვე საქართველოში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე;ნამუშევრებს განათავსებენ ბლოგზე.

მონაწილეთა ასაკი:16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ლიბერალურ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.შეიქმნება სტატისტიკის ამსახველი დიაგრამები, პრეზენტაციები, ჩანაწერები, ბუკლეტები, ესეები, ბლოგი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,პრინტერი,ბეჭვდითი წყაროები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციას ლიბერალიზმის შესახებ,გაივლიან კონსულტაციას სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან,რის შემდეგაც კლასს ვყოფ სამ ჯგუფად, პირველ ჯგუფს ევალება,მოამზადოს მოხსენება:ლიბერალიზმი ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაურსა'' და  ''სტუმარ-მასპინძელში,.მეორე ჯგუფმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია თერგდალეულთა ლიბერალური შეხედულებების შესახებ და წარმოადგინოს მოხსენება;ლიბერალიზმი ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივში".მესამე ჯგუფი დაადგენს,რამდენად ლიბერალურია ჩვენ გარშემო საზოგადოება.შეადგენს კითხვარს,გამოკვეთს,რამდენად შემწყნარებელია ახალი თაობა წინა თაობებთან შედარებით.მიღებულ შედეგებს წარმოადგენს პრეზენტაციის სახით-"'თანამედროვე საზოგადოება და ლიბერალიზმი".გამოიყენებს ცხრილებსა  და დიაგრამებს.პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას, იმსჯელებენ წამოჭრილ პრობლემებზე,აკეთებენ ბუკლეტებს სათაურით-''თავისუფალი ინდივიდი-ლიბერალი." ერთობლივად ვნახავთ ფილმს- "ამერიკული ისტორიაX",რის მიხედვითაც  დაწერენ ესეს- "ქართული ისტორიაX". შექმნიან ამავე სახელწოდების ბლოგს, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუევრები.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლება, ისტი.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ლალი ხოტენაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lalikhotenashvili2@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:lalikh-ist2,blogspot.com